კომპანია "ფროსტ სოლუშენი" არის სწრაფად მზარდი საკვები პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც თბილისისა და რეგიონების მასშტაბით ამარაგებს ქსელურ/საბითუმო და ჰორეკა სექტორის ობიექტებს
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
პასუხისმგებლობები:
** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარდგენა სტანდარტების შესაბამისად/ფასმაჩვენებლების კონტროლი
** პროდუქციის ვარგისიანობის ვადის კონტროლი
** სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელ პირებთან კომუნიკაცია მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს სრულყოფილად წარმართვისათვის
** შეკვეთების პროცესის/მარაგების მართვა ობიექტებზე
** გაწერილი განრიგის მიხედვით ობიექტებზე ვიზიტები აღნიშნული ფუნქციების შესაბამისად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** კვების პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიაში/FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კარგი კომუნიკაციის უნარი, პასუხისმგებლობა.
** ანაზღაურება/სამუშაო გრაფიკი
** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი (ჯამში 1200 ლარი ხელზე ასაღები)
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა და საკომუნიკაციო პაკეტი
** საზოგადოებრივი ტრანსპორტის ვაუჩერი (ავტომობილის არ ყოლის შემთხვევაში)
** გრაფიკი: (09:00 - 18:00), დასვენება - კვირაში 2 დღე
** გთხოვთ, ვაკანსიის დასახელება აუცილებლად მიუთითოთ მეილის Subject ველში
გადმოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mchokheli@frostsln.ge