"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" (GSN) 2011 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და სალარო აპარატების, POS სისტემებისა და სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე დიდი დისტრიბუტორია. დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდს: http://www.gsn.ge
"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" ზუგდიდის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია კანდიდატს გააჩნდეს შემდეგი ცოდნა/კომპეტენციები:
** მიკროსქემების და ელ. მოწყობილობების მაკომპლექტებლები დეტალების ცოდნა
** სარჩილავის, ტესტერის (ელ. მოწყობილობების შემოწმება) მოხმარების ცოდნა
** სასურველია: პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია და გამართვის ცოდნა
** სასურველია: დრაივერების და დამხმარე პროგრამების ინსტალაციის ცოდნა
** კომპიუტერთან მუშაობის და სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Office, Internet, e-mail).
** სათანადო ტრენინგის გავლის შემდეგ დასაქმებულს უნდა შეეძლოს საკონტროლო სალარო აპარატის ნაწილების იდენტიფიცირება, დაზიანების დიაგნოსტირება, ნაწილების შეცვლა ახლით ან სხვა პროცედურის ჩატარება რაც აუცილებელია საკონტროლო სალარო აპარატის გამართულად ფუნქციონირებისათვის.
სასურველია:
** ტექნიკური განათლება
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი, კვირაში 40 საათი
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** კომპანია ასევე ფარავს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს
დაინტერესების შემთხვევაში, 28 თებერვლამდე გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gsn.ge და ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ტექნიკოსი" და შესაბამისი ქალაქი.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახულ იქნას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.
"ჯი ეს ენი" გისურვებთ წარმატებებს!