jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ექიმი ექოსკოპისტი
მომწოდებელი: ახალი სიცოცხლე
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

სს "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის" კლინიკა "ახალი სიცოცხლე" აცხადებს ვაკანსიას ექიმი ექოსკოპისტის თანამდებობაზე:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** ყველა სისტემის კვლევის გამოცდილება.

სასურველია:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** განყოფილებაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი.

მისამართი: თბილისი, გ. ჟვანიას ქ.N7 (ყოფილი ლიუბლიანას ქ. N29)

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე: Vacancy_surgery_Nlife@aversi.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ექიმი ექოსკოპისტი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.nlife.ge/

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |