"მარს - ვრიგლის" (სნიკერსი) ოფიციალური პარტნიორი საქართველოში შპს "მასტერ თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
კომპანიასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: http://master-trade.ge/home
სამუშაო პირობები:
სამუშაო დღეები - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (ყველა ოფიციალურ უქმე დღეს დასვენება);
აუცილებელი მოთხოვნები:
** აუცილებელია რუსული ენის C1 დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel; Word);
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
ძირითადი მოვალეობები:
** საქმიანი მიმოწერის წარმოება პარტნიორ კომპანიებთან;
** შესყიდვების განხორციელება;
** ნაშთების კონტროლი;
** გაყიდვების ანალიზი;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის მარკეტინგული ღონისძიებების მონიტორინგი;
** ფასების მონიტორინგი;
** ბრენდის განვითარებაზე ზრუნვა;
ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და, რაც მთავარია, განვითარების შესაძლებლობას;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე hr@master-trade.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!