სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:
Euroins Insurance Group 1998 წელს ბულგარეთში დაარსდა და ამჟამად 13 ქვეყანაში ოპერირებს, ესენია: რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, საბერძნეთი, მაკედონია, უკრაინა, რუსეთი, ბელორუსია, ჩეხეთი და საქართველო.
Euroins Insurance Group ამარტივებს და გასაგებს ხდის დაზღვევას. 13 ქვეყნის მასშტაბით ევროინსს ნდობას უცხადებს 2.5 მილიონზე მეტი დაზღვეული.
ევროინსი დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ცამეტ ქვეყანაში აზღვევს ადამიანებს და ამარტივებს და გასაგებს ხდის დაზღვევას.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
** სამუშაო საათები: 09:30-18:30 საათი
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მოსაშვილის N24
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კორპორაციული ტელეფონის ნომერს, ულიმიტო სასაუბრო დროს;
** FitPass ბარათს;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პოტენციური დაზღვეულების/ბაზების მოძიება და დამუშავება;
** სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის;
** მოლაპარაკებების ასახვა და დამუშავება CRM-ში;
** გაყიდვების სტიმულირების მიზნით დაგეგმილ სხვადასხვა ტიპის აქტივობებში/აქციებში აქტიური მონაწილეობა;
** სადაზღვევო დოკუმენტაციის დამუშავება;
** შეხვედრების ორგანიზება/წარმართვა;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების გეგმის განხორციელება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
** გაყიდვების/მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 06 მარტამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@euroins.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების მენეჯერი".
სადაზღვევო კომპანია "ევროინსში"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ევროინსის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებებს!