jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: აქტივების მართვისა და მონიტორინგის მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა ლიზინგი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა ლიზინგის" გუნდში აქტივების მართვისა და მონიტორინგის მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** კომპანიების საჭიროებებიდან გამომდინარე მფლობელობაში არსებული აქტივების მონიტორინგის პროცესის დაგეგმვა და მართვა;
** დადგენილი პერიოდულობით აქტივების ადგილზე მონიტორინგი, ვიზუალური და ტექნიკური დათვალიერება, ხარვეზების იდენტიფიცირება, დასურათება, Check List-ების წარმოება;
** რეკომენდაციების შემუშავება ხარვეზების აღმოფხვრასთან დაკავშირებით;
** შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და მათი შიდა სტანდარტებთან შესაბამისობა;
** აქტივების GPSკონტროლი, შეძენილი აქტივის GPS აღჭურვილობით უზრუნველყოფა;
** შეტყობინებების მართვა და საჭიროების შემთხვევაში დროული რეაგირება;
** GPS აღჭურვილობის დემონტაჟის ორგანიზება;
** დაზღვევების მართვა-შეძენილი აქტივის დაზღვევა შესაძლო სადაზღვევო რისკებზე, პოლისების ცვლილება/განახლება/შეწყვეტა, სადაზღვევო შემთხვევების მართვა - სადაზღვევოსთან კომუნიკაცია ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით;
** გატოტალების შემთხვევაში პროცესის შემდგომი მართვა;
** ყოველთვიური რეპორტინგი ფინანსებთან, დამატებული/შეცვლილი/შეწყვეტილი პოლისების შესახებ;
** საქმიანობასთან დაკავშირებულ პირებთან კომუნიკაცია;
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, აქტივების მონიტორინგთან დაკავშირებულ ყველა საჭირო საკითხში ჩართულობა

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება;
** საავტომობილო ინდუსტრიის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური უნარები

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

"თეგეტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1295

"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |