სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისების ვაიზერის პოზიციაზე თბილისში, დიდუბის ფილიალში.
მე თამარ სახვაძე ვმუშაობ გორგიაში 2020 წლიდან, ამჟამად სასახურავე მარკეტის მენეჯერის პოზიციაზე. ვაცხადებ ვაკანსიას, დიასახლისების ვაიზერის პოზიციაზე. შერჩეულ კანდიდატს გამოსაცდელ პერიოდში შევასწავლი: სამუშაო პროცესებს და სტანდარტებს, რაც უშუალოდ მის კომპენტეციას და კომპანიის საქმიანობას შეეხება, დროის და საქმის სწორად განაწილებას, ასევე კომუნიკაციის საჭირო ტექნიკებს და ყველა იმ პროცესებს რაც საჭიროა თვითგანვითარებისთვის.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** თანამშრომლის ფასდაკლებას:
** კვებას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ჰიპერმარკეტში წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა, მონიტორინგი და მართვა;
** თანამშრომლების მიერ დისციპლინის, სტანდარტების, შიდა რეგულაციების დაცვისა და შესრულების მონიტორინგი;
** არსებული თანამშრომლების ცოდნის დონის ამაღლებაზე ზრუნვა, ახალი თანამშრომლების სწავლება-განვითარების, ადაპტაციის პროცესის ორგანიზება;
** თანამშრომელთა სამუშაო განრიგის განსაზღვრა და შესრულების კონტროლი;
** თანამშრომლებისთვის სამუშაო ზონის/პერიმეტრის განსაზღვრა;
** ჰიგიენური საშუალებების მარაგების კონტროლი და მართვა;
** თანამშრომელთა შვებულებების დაგეგმვა და გრაფიკის მართვა;
** საჭიროებისამებრ სხვა რელევანტური ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სრული ზოგადი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მქონე;
** პუნქტუალური;
** დროის მართვის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:
გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);
შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/gCyorZX54jNjZN8p8
მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/
დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 591196310
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).
პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.
გისურვებთ წარმატებას!