jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საქმეთა მწარმოებელი
მომწოდებელი: ელტეგი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

კომპანია "ელტეგი" 2007 წელს დაარსდა და წარმოადგენს ლიფტების, ესკალატორებისა და სხვა ამწე საშუალებების იმპორტიორ, სამონტაჟო და მომსახურე კომპანიას, რომელიც ISO მენეჯმენტის ხარისხის სტანდარტის მიხედვით ოპერირებს ბაზარზე. კომპანიის მიზანია აღნიშნულ სფეროში საქართველოს ბაზარზე ლიდერობა, ინოვაციების ძიება და დანერგვა, მუდმივი განვითარების გზით წინსვლა, პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება და დამკვეთებისათვის მომსახურების მათზე მორგებული პაკეტების შეთავაზება, არსებული მრავალწლიანი გამოცდილების ოპტიმალურად გამოყენების გზით. სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს https://www.elteg.ge/

"ელტეგი" ეძებს ინჟინრის გამოცდილების მქონე კვალიფიციურ პროფესიონალს საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე!

ადგილმდებარეობა: ქეთევან წამებულის გამზ. #41, 0103, თბილისი, საქართველო
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:30-18:30
ანაზღაურება: ფიქსირებული 1800 - 2300 ლარი (NET) (დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე) + ბონუსი. საშუალო თვიური ანაზღაურება: 2400 - 3000 ლარი (NET)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტებზე დანადგარების დასაწყობების და მონტაჟის პროცესების დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
** ყოველდღიურად, მომდევნო დღისათვის შესასრულებელი სამუშაოების გეგმის შედგენა;
** მონტაჟის ბრიგადების ობიექტებზე გადანაწილება მონტაჟის სამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** ყოველდღიურად სამუშაო პროცესის დაწყებამდე ობიექტებზე დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო გეგმის გაცნობა;
** დღის განმავლობაში ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების დეტალური კონტროლი;
** მემონტაჟე გუნდის (ხელოსნების) დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება;
** ობიექტებზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის კონტროლი;
** ყოველდღიურად სამუშაოს დასრულებისას დეტალური რეპორტის წარმოება დღის განმავლობაში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ;
** საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მუშა პერსონალის მოძიება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო ან საინჟინრო მიმართულებით;
** სასურველია საინჟინრო პროგრამების ცოდნა AutoCAD; ArchiCAD;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: llabadze@elteg.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საქმეთა მწარმოებელი " წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. CV/რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემების შენახვის ვადაა 3 წელი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |