jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

კომპანია "ზღაპარი" შეიქმნა 2006 წელს, დღეს ჩვენი ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს 46 მარკეტს. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისთვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით.

ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე, ჩხოროწყუს ფილიალში.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 კვირაში 6 დღე
დასვენების დღე: შაბათი ან კვირა ურთიერთშეთანხმებით
ანაზღაურება: 700 ₾ + ბონუსი

მოვალეობები:

** ცხელი და ცივი კერძების მომზადებისთვის საჭირო ძირითადი და დამხმარე ნედლეულის მომზადება
** პროდუქციის მომზადების პროცესში სანიტარულ-ჰიგიენური და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
** ნედლეულის მიღების პროცესში მონაწილეობა და ფაქტობრივად მიღებული და შეკვეთილი ინგრედიენტების ფასების, ვარგისიანობის, ხარისხის, წონის, რაოდენობის და ვადების გადამოწმება.

დაგვირეკოთ და ჩაეწეროთ გასაუბრებაზე 577 23 33 25 (სამუშაო საათებში 09:00-18:00) ან გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv1@zgapari.ge

გაცნობებთ, რომ შპს "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |