კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს მოლარე-რეგისტრატორის ვაკანსიას სათაო ფილიალში (წინანდლის ქ. N9-11)
კლინიკა "ენმედიცი" დაარსდა 1996 წელს, ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური განყოფილების ბაზაზე. თანდათან ცენტრის სამედიცინო მომსახურება გაფართოვდა სხვადასხვა კლინიკური დარგების მიმართულებით.
ამჟამად იგი წარმოადგენს ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილ მრავალპროფილურ დაწესებულებათა გაერთიანებას ამბულატორიული და სტაციონარული სერვისებით, მძლავრი ლაბორატორიით.
ამ ეტაპზე ორგანიზაცია აერთიანებს სათაო კლინიკას (წინანდლის ქ. N9-11) - ამბულატორიულ-სტაციონარული სერვისებით და პოლიკლინიკური ტიპის 4 ფილიალს, ბათუმსა და თბილისში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით)
** სამუშაო გამოცდილება (სასურველია 1 წელი სამედიცინო დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე)
** MS Office-ს კარგი ცოდნა.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** პაციენტის ოპერატიული და თავაზიანი მომსახურება;
** პაციენტების გამოკითხვა, იდენტიფიცირება და მათი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს გარკვევა.
** პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების ღირებულების შესახებ;
** სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად;
** პირადობის მოწმობის მონაცემების, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის, საგარანტიო წერილის მონაცემთა ბაზაში შეტანა/გადამოწმება;
** სადაზღვევო კომპანიიდან წინასწარი შეტყობინების ან/და მიმართვის ბარათის არქონის შემთხვევაში ინფორმაციის გადამოწმება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაფორმება პირობების შესაბამისად;
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ენერგიული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 17:00-მდე. თუ როტაციაზე მოუწევს წასვლა მოუწევს შაბათს მუშაობა: 09:00-დან 15:00-მდე. მოუწევს როტაციაზე სიარული საჭიროების შემთხვევაში (ვაკის ფილიალში, დიღმის ფილიალში და დიდი დიღმის ფილიალში)
ანაზღაურება: 1000 ლარი ხელზე ასაღები
თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9-11
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@enmedic.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.