jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების ოფიცერი
მომწოდებელი: ბარისტო
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

კომპანია "ბარისტო" ყავის და ვენდინგ აპარატების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი სავაჭრო ქსელია საქართველოში, რომელიც მიმდინარე ეტაპზე წარმოდგენილია: 300 -ზე მეტი ქსელური სავაჭრო ობიექტით და ასევე აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკური სერვისის მიმართულებებს.

ჩვენს გასაცნობად გადმოდი ლინკზე: https://www.facebook.com/Baristo.ge

მიმდინარე ეტაპზე კომპანია "ბარისტო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე

ანაზღაურება: ფიქსირებული + კონკურენტული საბონუსე სისტემა
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
სამსახურის მდებარეობა: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** საცალო კლიენტებთან კომუნიკაცია სხვადასხვა არხების მეშვეობით
** კომპანიაში წარმოდგენილი სრული ასორტიმენტის B to B გაყიდვები
** კლიენტების პორტფელის შექმნა/პორტფელში შემავალ კლიენტებთან მუდმივი და მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნებაზე ზრუნვა, სიახლეების, დაგეგმილი აქციების გაცნობა-შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/ბაკალავრი
** მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების MS Word, Excell, PPT სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** უცხო ენები: ინგლისური, რუსული - გამართული კომუნიკაციის შესაძლებლობა

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პრობლემის შეფასების და გადაჭრის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ენერგიული/აქტიური

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს (დასაქმებიდან 3 თვის შემდგომ)
** კორპორაციულ სატელეფონო ლიმიტს

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელფოსტაზე: hr@baristo.ge

გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით ან წინამდებარე ვაკანსიაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები ჩვენი კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში და შესაძლოა განხილული იქნეს აღნიშნული პერიოდის განმავლობაში იგივე, ან მსგავსი პოზიციაზე. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |