jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვებისა და მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ გაყიდვებისა და მომსახურების სპეციალისტი და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

** დაინტერესებული მომხმარებლისთვის პროდუქტის დეტალების გაცნობა/შეთავაზება;
** მობინადრეებთან მოლაპარაკება ბინის გაქირავება/გაყიდვაზე;
** ბინის დათვალიერება, შეფასება, ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება და შესაბამის არხში განთავსება;
** მომხმარებელთან შეხვედრის დაორგანიზება;
** მომხმარებლების საჭიროებების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
** უძრავი ქონების სააგენტოებთან აქტიური თანამშრომლობა;
** მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკების უზრუნველყოფა;
** დაინტერესებული მხარეებისთვის ფინანსურ, იურიდულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
** ნასყიდობის/გაქირავების კონტრაქტების მომზადება;
** ბაზრის მუდმივი კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება;
** CRM პროგრამაში მონაცემთა ბაზების შეყვანა, დამუშავება;
** შესრულებული სამუშაოების პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ჩვენ კი გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;
** სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
** სამუშაო ადგილი: ისანი, გაყიდვების სერვის - ცენტრი.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 23 თებერვლის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |