მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის თანამდებობაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფარმაციის მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი ფუნქციები:
** მედიკამენტებისა და სხვა პროდუქციის მიღება;
** პროდუქციის განთავსება მათთვის განკუთვნილ ადგილზე არსებული წესების შესაბამისად;
** არსებული პროდუქციის ნაშთის კონტროლი და შიდა აღწერებში მონაწილეობა
პიროვნული თვისებები:
** თავაზიანობა, გულისხმიერება;
** დეტალებზე ორიენტირება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 05.03.2025-მდე ელმისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.