jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პრისელერი - ხის და რკინის ცეხების მიმართულებით
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე ხის და რკინის ცეხების მიმართულებით, თბილისში.

მე, ნათია კალანდაძე, ვმუშაობ გორგიაში დისტრიბუციის რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე 2019 წლიდან, ვაცხადებ ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე. შერჩეულ კანდიდატს გამოსაცდელ პერიოდში შევასწავლი; ბაზრის ანალიზის ჩატარებას, სპეციფიკაციებსა და მისი გამოყენების ძირითად პრინციპებს., შევასწავლით გაყიდვების ტექნიკებს და ჩვენს მიერ იმპორტირებულ პროდუქციაზე მიიღებს ინფორმაციას.

დავეხმარები განავითაროს შემდეგი უნარები: სწორი რეპორტინგისა და ანალიზის უნარი, პროგნოზების გაკეთება გაყიდვების მიმართულებით.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.

"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.

კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** თანამშრომლის ფასდაკლება;
** კვებას.
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება;
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის გაფორმება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი და კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი;
** პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დისტრიბუციაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი;
** აუცილებელია უძრავი ქონებრივი უზრუნველყოფა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).

პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |