jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შესაბამისობის ოფიცერი
მომწოდებელი: Random Systems Georgia
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"RANDOM SYSTEMS GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას შესაბამისობის ოფიცრის პოზიციაზე.

ჩვენი სერვისების ფართო არეალი მოიცავს სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებას, კანონმდებლობის შექმნა/დახვეწას, სარეგულაციო მონიტორინგს და ზედამხედველობას.

პოზიციის დასახელება: პროდუქტის ტესტერი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 (შესვენება 1 საათი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება/სპეციალობა: სასურველია, უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ან სამართლის მიმართულებით.
** აზარტული თამაშების ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების ცოდნა.
** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებაში ან ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში არსებული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** მუშაობის გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-დან 2 წლამდე გამოცდილება.
** აზარტული და მომგებიანი თამაშების მუშაობის პრინციპების ცოდნა.
** ტექნიკური უნარები: საოფისე პროგრამების ცოდნა.
** უცხო ენები: სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა.

ფუნქციები-მოვალეობები:

** პროდუქტების ფუნქციონალურობისა და დადგენილ მოთხოვნებთან/სტანდარტებთან შესაბამისობის გადამოწმება.
** იდენტიფიცირებული გამოწვევების / პრობლემების დოკუმენტირება.
** აზარტული და მომგებიანი თამაშების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ტექნიკური სიახლეების მონიტორინგი.
** მიღებული ინფორმაციის შესაბამისი ფორმატით დახარისხება.

დამატებითი უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** საქმის ეფექტურად განაწილების უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გუნდურად მუშაობის უნარი.
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი.

ანაზღაურება: სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე : info@rsig.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |