jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯინო ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

ქართულ-სლოვაკური კომპანია "ჯინო ჰოლდინგი" თბილისში ახალი მასშტაბური პროექტის მშენებლობას იწყებს, რომელიც "ჯინო აკვაპარკის" მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას ითვალისწინებს.

პირველი სრულფასოვანი კურორტი ქალაქში "თბილისის ბულვარი" ერთ სივრცეში გააერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ისე სავაჭრო, საოფისე და სასტუმრო ინფრასტრუქტურას.

Web: https://tbilisiboulevard.com/
Fb: https://www.facebook.com/TbilisiBoulevard

ვაკანსია: მარკეტინგის სპეციალისტი

სამუშაო ადგილი: თბილისის, ბეშენოვას 20
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-18:00

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდის სტრატეგიების დასახვასა და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობა;
** გაყიდვების ჯგუფთან ეფექტური კომუნიკაციასა და მათთვის აუცილებელი მატერიალების შექმნაში ჩართულობა;
** სხვადასხვა ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** ციფრული არხებისთვის, კონტენტის შექმნასა პროცესის კოორდინირებაში მონაწილეობის მიღება;
** საკომუნიკაციო კამპანიებისათვის იდეისა და კონცეფციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** სტატიების, პრესრელიზების, ახალი ამბების, ინტერვიუების და ოფიციალური მესიჯების შექმნაში მონაწილეობის მიღება.;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სამუშაო პროცესში წარმოშობილი სხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** კრეატიულობა
** ორგანიზებული და პუნქტუალური
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის (სასურველია უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება)
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoaquapark.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |