jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ჯორჯიან ეარვეის
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

ავიაკომპანია შპს "ჯორჯიან ეარვეისი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ავიაკომპანიის მომხმარებელთა სატელეფონო-საინფორმაციო მომსახურება
** გამავალი და შემომავალი ზარების განხორციელება
** ავიაკომპანიის სხვადასხვა საოპერაციო ფუნქციების შესრულება: ფიზიკური პირების, კორპორაციული მომხმარებლების, მგზავრების მომსახურების, ავიაბიალეთების შესყიდვის, ავიარეისების განხორციელებისა და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ა.შ
** ავიაკომპანიის მომხმარებლებთან ელექტრონული კორესპონდენციის ოპერატიული და კვალიფიციური განხორციელება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა
** სამივე ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
** იტალიური, გერმანული, ესპანური და ფრანგული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office, Outlook)
** სასურველია ავიაციის, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა

სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@georgian-airways.com არა უგვიანეს 2025 წლის 06 მარტამდე. ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |