jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბიზნეს სესხების განყოფილებაში მიკრო სესხების ოფიცერი
მომწოდებელი: სილქ ბანკი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

სს "სილქ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ქ. ქუთაისში ბიზნეს სესხების განყოფილებაში მიკრო სესხების ოფიცრის თანამდებობაზე

სამუშაო ადგილი: ქუთაისის სერვის ცენტრი

დამატებითი ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სასიამოვნო სამუშაო გარემო.

პროფესიული მოვალეობანი და ძირითადი ფუნქციები:

** ახალი კლიენტების მოზიდვა;
** ბიზნესის ობიექტის მონაცემების შეგროვება-დამუშავება, ფინანსური ანალიზის მომზადება;
** საკრედიტო კომიტეტზე განაცხადის გატანა და დამტკიცების შემთხვევაში სესხის გაცემა;
** მიმდინარე პორტფელის მომსახურება და მონიტორინგი
** პრობლემურ მსესხებლებთან მუშაობა.

შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი:

მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მიკრო სესხების ოფიცრის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია - ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე, ბიზნეს ადმინისტრირება);
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkbank.ge; წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება და ტესტირება.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს "სილქ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 6 მარტი.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |