jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მოლარე-რეგისტრატორი
მომწოდებელი: ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"MMT Hospital" (MMT lifeline) აცხადებს ვაკანსიას მოლარე-რეგისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ზუგდიდი, გამარჯვების ქუჩა N9

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკაში მოსული პაციენტისთვის ინფორმაციის მიწოდება, ადრესაცია;
** პაციენტის შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაცია;
** ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება;
** პაციენტის ბარათის შევსება;
** გახსნილი ამბულატორიული ბარათების რეგისტრაციის არქივში დაარქივება;
** წარმოშობილი რიგების მართვა;
** პრობლემური სიტუაციების მართვა;
** დღის ბოლოს პროგრამაში ყველა განხორციელებული რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება;

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.

უპირატესობა მიენიჭება რეკომენდაციების მქონე აპლიკანტს.
შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე

დაინტერესების შემთხვევაში გადმოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tdemetrashvili@mmt.ge. თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება საპირისპირო შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |