"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით "Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა."
"შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00სთ-18:00სთ)
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბრენდის სტრატეგიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** ბრენდის ასორტიმენტის თავისებურებების შესწავლა;
** გაყიდვების წლიური გეგმის შემუშავება და სისტემატური ანალიზი.
** საერთაშორისო ბაზარზე ბრენდის პოზიციების მუდმივი კონტროლი
** ბრენდთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრა.
** საერთაშორისო პარტნიორებთან სისტემატური და მჭიდრო კომუნიკაციის შენარჩუნება.
** საქართველოს ბაზარზე KA პარტნიორებთან კონტრაქტის პირობების შემუშავება
** ობიექტებზე სისტემატური ვიზიტები, კონკურენციის შესწავლა და შესაბამისი ანალიზის ჩატარება;
** გაყიდვების გუნდის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგის, მენეჯმენტის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
** აუცილებელია ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. (უპირატესობა მიენიჭებათ საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს)
** გუნდის მართვის გამოცდილება .
** ძლიერი სტრატეგიული აზროვნების უნარი.
** ბაზრის კვლევისა და მონაცემთა ანალიზის უნარი
** პროექტის მართვის უნარები.
** ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი B2 დონეზე).
** რუსული ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი B2 დონეზე).
** მსუბუქი ავტომობილი და მართვის მოწმობის B კატეგორია
კომპანია გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** გადაადგილების ხარჯის ანაზღაურება
** კორპორაციული ნომერი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@sharmtrading.ge. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბრენდ მენეჯერი".
კომპანია "შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.