jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: გრინვეი საქართველო
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / განცხადების ვადა: 20 მარტი

"გრინვეი" თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით. გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სს "გრინვეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 14ა
სამუშაო დრო: ორშ-პარ 10:00-18:00 საათამდე;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების წარმოება - შესყიდვისა და რეალიზაციის ბუღალტრული აღრიცხვა/კონტროლი პროგრამაში;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, აღრიცხვა და დაარქივება;
** შესყიდვის აქტებისა და ზედნადებების მიღება, პროგრამულ მონაცემებთან შედარება, კონტროლი და მონიტორინგი;
** სასაქონლო მარაგების აღრიცხვა;
** დებიტორული დავალიანების კონტროლში მონაწილების მიღება (გადანაწილების მოდულის დანერგავში აქტიური ჩართულობა);
** საგადახდო პორტალზე მიღებული და გაცემული მონაცემების შემოწმება;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების დროული და ადეკვატური შესრულება;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** მნიშვნელოვანია, MS Excel-ის კარგად ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა;
** სასურველია, ინგლისური ენის ცოდნა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - უმცროსი ბუღალტერი.

გაცნობებთ რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების, სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. გრინვეი - არა დისკრიმინაციას! გაცნობებთ რომ თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ინფორმაციის დამუშავების თაობაზე, მოითხოვოთ მისი გასწორება, წაშლა, განახლება, განადგურება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ სს "გრინვეი საქართველოს" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: შპს "Privacy Professionals"; მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №3; ელ. ფოსტა: privacyprofessionalsgeo@gmail.com. მონაცემების შენახვის ვადაა 3 (სამი) წელი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |