ამერიკული საერთაშორისო სკოლების "პროგრესის" ქსელი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული პროექტების კოორდინატორის (PR ელემენტებით) პოზიციაზე, ქალაქ ქუთაისში.
ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესი" დაარსდა 2002 წელს და დღეს ერთ-ერთი ლიდერი და უმსხვილესი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც აერთიანებს სამ კამპუსს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
სკოლა ავტორიზებულია საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ავტორიზაციით და აკრედიტებულია "College Board"-ისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო აკრედიტაციის ორგანოს "COGNIA"-ს მიერ. ეს გვაძლევს უფლებამოსილებას, ვასწავლოთ ინტეგრირებული ქართულ-ამერიკული სტანდარტებით და გავცეთ საერთაშორისო აღიარების მქონე ატესტატი, რომელიც აღიარებულია როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული განათლების სისტემაში.
რატომ საერთაშორისო სკოლა "პროგრესი"?
"პროგრესი" მუდმივად განვითარებადი საგანმანათლებლო სივრცეა, სადაც ინოვაციური მიდგომები, საერთაშორისო სტანდარტები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობაა.
დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://americanacademyprogress.edu.ge/
სტრუქტურული ერთეული: მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
სტრუქტურული ქვედანაყოფი: ექვემდებარება მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, იქვემდებარებს კონტენტ მენეჯერს;
სამუშაოს ადგილმდებარეობა: პროგრესის ამერიკული სკოლები, საქართველო, ქუთაისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
პოზიციის მიმოხილვა:
მარკეტინგული პროექტების კოორდინატორი პასუხისმგებელია კომპანიის მარკეტინგული და PR აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაზე. მისი ძირითადი ამოცანაა მარკეტინგული კამპანიების კოორდინაცია, კონტენტისა შექმნა და კოორდინაცია, სოციალური მედია პლატფორმების კოორდინაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) უზრუნველყოფა.
მოვალეობები:
მარკეტინგული პროექტების კოორდინაცია:
** მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მართვა
** სხვადასხვა დეპარტამენტებსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია
** შიდა სასკოლო ღონისძიებების, პრეზენტაციების და კამპანიების ორგანიზება
PR და კონტენტ მენეჯმენტი:
** პრესრელიზების, სტატიების და საინფორმაციო ტექსტების მომზადება
** კომპანიის სოციალური მედიის (Facebook, Instagram, LinkedIn, TikTok და სხვ.) კონტენტის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და კოორდინაცია
** ბრენდის იმიჯის ფორმირება და საზოგადოებასთან საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელება
რეკლამა და ციფრული მარკეტინგი:
** სარეკლამო კონტენტის შემუშავება და კამპანიების მონიტორინგი (Meta Ads, Google Ads და სხვ.)
** SEO-ოპტიმიზირებული ტექსტების მომზადება და ვებსაიტის კონტენტის განახლება
** ელფოსტის მარკეტინგის და ნიუსლეთერების მომზადება
ანალიტიკა და ანგარიშგება:
** მარკეტინგული აქტივობების ანალიზი და შედეგების მონიტორინგი
** მომხმარებელთა ჩართულობისა და ეფექტურობის შეფასება
** ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: მარკეტინგის, კომუნიკაციების, PR-ის ან მონათესავე დარგში
** გამოცდილება: მინიმუმ 2-3 წელი მარკეტინგულ ან PR მიმართულებით
** ენები: ქართული (სავალდებულო), ინგლისური (მაღალი დონე)
** ციფრული უნარები: სოციალური მედიის პლატფორმების ცოდნა, Canva/Photoshop-ის საბაზისო
ცოდნა, ციფრული რეკლამის მართვის გამოცდილება
** კრეატიულობა და კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული და ორგანიზებული პიროვნება
რას გთავაზობთ?
** საინტერესო და დინამიკური სამუშაო გარემო
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
** მეგობრული და ინოვაციური გუნდი
თუ თქვენ ეძებთ კრეატიულ და მრავალმხრივ პოზიციას, სადაც შეგიძლიათ თქვენი ცოდნა გამოიყენოთ მარკეტინგისა და PR-ის მიმართულებით, მაშინ ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.kutaisi@schoolprogress.ge
Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მარკეტინგული პროექტების კოორდინატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 5 მარტი.
ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 598 68 90 64