დასაქმების მიმართულებით სუპერვიზიის მომსახურების შესასყიდად
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში, იწვევს დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად დასაქმების მიმართულებით სუპერვიზიის მომსახურების შესასყიდად.
ინფორმაცია ორგანიზაციების შესახებ:
SOS Children`s Villages International წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 118 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში.
ინფორმაცია პროექტის შესახებ:
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება პროექტი - "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა", ასოციაცია "საქართველოს ესოეს ბავშვთა სოფლის", "კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის", "საზოგადოება ბილიკისა" და "კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის" ერთობლივი პარტნიორობით. პროექტის მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა ადგილობრივ შრომის ბაზარზე და მათ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დახმარება.
მომსახურების მიზანი:
ქ. თბილისში პროექტში დასაქმებული დასაქმების სპეციალისტისა და პერსონალური ასისისტენტის სუპერვიზია პროექტში ჩართული ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობის გაზრდის მიზნით.
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:
** სუპერვიზიის ინდივიდუალური სესიების მიწოდება (2 მონაწილე).
** სუპერვიზიის ფარგლებში საგანმანათლებლო სესიების მიწოდება (საჭიროების შემთხვევაში);
** პროექტში დაგეგმილი დასაქმების ღონისძიებების პროცესში კონსულტირება;
** დასაქმების მიმართულებით მოკლე სარეკომენდაციო გაიდლაინის შემუშავება;
** შესასრულებელი სამუშაოს პერიოდი და სამუშაო დატვირთვა:
** შერჩეულ იურიდიულ ან ფიზიკურ სუბიექტთან დაიდება ხელშეკრულება 2025 წლის თებერვლიდან 2025 წლის ივლისის ჩათვლით, რომელ პერიოდშიც უნდა მოხდეს პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის (დასაქმების კონსულტანი და პერსონალური ასისტენტი) სუპერვიზიის მომსახურების გაწევა და შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალის შესრულება.
ტექნიკური განაცხადი:
დაინტერესებულმა იურიდიულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები:
** ტენდერში მონაწილე იურიდიული პირის რეკვიზიტები: მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, საჯარო რეესტრის ამონაწერი;
** ორგანიზაციის პორტფოლიო (გამოცდილების ისტორია), არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილებისა;
** ექსპერტის შესაბამისი განათლებისა და სწავლების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერთიფიკატი), პროფესიული სუპერვიზიის მიწოდების გამოცდილება.
** მომსახურების ფასის განაცხადი უნდა მოიცავდეს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ხარჯთაღრიცხვას ეროვნულ ვალუტაში მოცემული სამუშაოების მიხედვით დ.ღ.გ.-ს გარეშე.
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
** ექსპერტის აკადემიური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამის სფეროში;
** ექსპერტის რეზიუმე (CV), გამოცდილება არანაკლებ სამი წლისა შესაბამის სფეროში;
** მომსახურების ფასის განაცხადი, რომელიც მოიცავს შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალში მოცემული მომსახურებების საფასურს ყველა გადასახადისა და გადასახდელის გათვალისწინებით.
** 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.
თანხის გადახდის პირობები:
მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ფინანური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ანგარიშ-ფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად) არაუგვიანეს 10 დღისა.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 28 თებერვალი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შესაბამისი დოკუმენტაცია შემდეგ ელ-ფოსტაზე: contact@sos-kd.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "სუპერვიზია დასაქმების მიმართულებით". კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის მენეჯერს ელ. ფოსტაზე nino.nutsubidze@sos-kd.ge ან მობილურ ტელეფონზე 599 728 925