jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: BMS სისტემების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: თეგეტა ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / განცხადების ვადა: 20 მარტი

ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" გუნდში BMS სისტემების ხელმძღვანელის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** ფილიალებში არსებული BMS და SMART სისტემების მართვა;
** შენობა-ნაგებობის გათბობა, გაგრილება, ვენტილაციის სისტემური მართვა;
** წყალმომარაგებისა და საფილტრი სადგურების მართვა;
** ელექტროენერგიის ქსელის მართვა;
** შიდა და გარე განათებების მართვა;
** წყლის, ელ.ენერგიისა და გაზის მრიცხველების აღრიცხვის სისტემური მოწესრიგება;
** მიმართულებების მიხედვით ახალი SMART სისტემების ინიცირებისა და დანერგვის უზრუნველყოფა;
** გამართულად მუშაობისთვის აუცილებელი საინჟინრო კომუნიკაციების სრულყოფილად გამართვა და შემდგომი კონტროლი;
** გენერატორების მართვა და კონტროლი ფილიალების მიხედვით.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** პრობლემური სიტუაციის მოგვარების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word).

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1667

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |