jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Stec Georgia
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / განცხადების ვადა: 20 მარტი

კომპანია "Stec Georgia" გთავაზობთ დასაქმებას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"Stec Georghia" არის საერთაშორისო კომპანია STEC-ის წარმომადგენელი საქართველოში. STEC-ი არის გეოდეზიური ხელსაწყოების მწარმოებელი კომპანია, ხოლო ჩვენ ვახორციელებთ მათ გაყიდვას ქართულ ბაზარზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა ფშაველას 45
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 19:00-მდე.

ძირითადი მოვალეობები:

** ინტერნეტ და სატელეფონო გაყიდვების მართვა
** ვებ გვერდისა და სოციალური არხების მეშვეობით შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
** მომხმარებლებთან დაკავშირება, შეკვეთაში არსებული ინფორმაციის გადამოწმება;
** მომხმარებლის მიერ შესყიდულ პროდუქციაზე კონსულტაცია
** მომხმარებლების კონსულტაცია ონლაინ განვადების განაცხადის შევსებისას
** გაყიდვებისა და არსებული პორტფელის გაზრდა

სამუშაო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან/და კლიენტთა მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა; (MS Word, MS Excel)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ, შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: info@stecgeorgia.com

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;

ვებ-გვერდი: https://www.stecgeorgia.com/



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |