jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გადამზადება-დასაქმების პროგრამა
მომწოდებელი: Prospect
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / განცხადების ვადა: 20 მარტი

უძრავი ქონების კომპანია "პროსპექტი" აგრძელებს გადამზადება-დასაქმების პროგრამას, რომელიც უძრავი ქონების სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას გახდნენ ამ ინდუსტრიის გამორჩეული წარმომადგენლები.

თუ გაქვს სურვილი, რომ გახდე წარმატებული "სეილსმენი" უძრავ ქონებაში, არ აქვს მნიშვნელობა ასაკს და გამოცდილებას - ეს ყოველთვის შესაძლებელია, მთავარია სწორ გუნდთან და ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც დაგეხმარებიან ცოდნის მიღებასა და დასახული მიზნების მიღწევაში.

ვინ ვართ:

კომპანია "პროსპექტი" არის უძრავი ქონების კომპანია, რომელიც უძრავი ქონების დეველოპერებს აწვდის გაყიდვების საკონსულტაციო სერვისს და ეხმარება კომერციული მიზნების მიღწევაში. მეტი ჩვენს შესახებ იხილეთ აქ: https://www.prospect.ge/

შემოუერთდი პროსპექტს და გახდი უძრავი ქონების - ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიის ნაწილი.

პოზიციის დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების წარმომადგენელი

ტრენინგის დაწყების თარიღი: 1 აპრილი
სასწავლო ჯგუფის ზომა: 10-15 მონაწილე
ლოკაცია: ილია ვეკუას 44, გლდანი, თბილისი.

ტრენინგის საფასური: ტრენინგის ღირებულება სრულად დაფინანსებულია კომპანია "პროსპექტის" მიერ

ტრენერი: გუგა კობახიძე

კურსის აღწერა:

** რა უნარები აქვს წარმატებულ სეილსმენს უძრავი ქონების ბიზნესში
** უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა
** ტერმინოლოგია
** უძრავი ქონების ტიპები
** გაყიდვების პროცესი (საფეხურები და ციკლი)
** კომუნიკაციის ეტაპები და როგორ გადავლახოთ კომუნიკაციაში მიღებული დაბრკოლებები
** სატელეფონო გაყიდვების სპეციფიკა და წარმატებული სატელეფონო კომუნიკაციის მოდელი
** ლიდების გენერირება, მათთან მუშაობის მეთოდოლოგია და ვადები
** მოთხოვნის შესაბამისი შეთავაზებისა და მოლაპარაკების განხორციელების გზები და ფორმები
** რა გზას გადის მომხმარებელი გადაწყვეტილების მიღებამდე
** მომხმარებლის ტიპები უძრავ ქონებაში
** წარმატებული Follow Up სტრატეგია
** უძრავი ქონების გაყიდვების ბუნება და სპეციფიკა.
** უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებული იურიდიული და ფინანსური საკითხები

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე და მიუთითეთ პროგრამის დასახელება: info@prospect.ge

გაითვალისწინეთ, რომ ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთებისას, ჩვენთვის რეზიუმეს ან სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენა ითვლება თქვენს თანხმობად, რომ შერჩევის პროცესის ფარგლებში კომპანია "პროსპექტი" თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს და შეინახავს არაუმეტეს 3 წლის ვადით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

შპს "პროსპექტი" მკაცრად ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის ყველა ფორმას, როგორც შერჩევის პროცესში, ასევე შრომით ურთიერთობებში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |