jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მაღალი ძაბვის ელექტრიკოსი - გადამცემი ანძები
მომწოდებელი: სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / განცხადების ვადა: 20 მარტი

სოკარი - შპს "შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ტერმინალი)აცხადებს ვაკანსია მაღალი ძაბვის ელექტრიკოსის (გადამცემი ანძები/ საჰაერო სისტემები) პოზიციაზე.

მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** სამუშაო საათების მოქნილობას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება, მაღალი ძაბვის ელექტრიკოსის მოქმედი ლიცენზია (სერტიფიკატი);
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მაღალი ძაბვის ხაზის 35კვ და ზემოთ შეკეთების სფეროში.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღალი ძაბვის ელექტრიკოსი პასუხისმგებელია ელექტრული სისტემების მთლიანობის უსაფრთხოდ უზრუნველყოფაზე, მათ შორის მოიაზრება აღჭურვილობისა და სისტემების მოვლა-პატრონობა, შეკეთება, კაპიტალური რემონტი და ტესტირების ჩატარება;
** საჭიროების შემთხვევაში ელექტროგადამცემი ხაზების და ელექტრო ანძების 35 კვ და ზემოთ, დამონტაჟება, შეკეთება და ტესტირება;
** გადამცემ ანძებზე და ბოძებზე ასვლის უნარი, პერიოდული დათვალიერებისა და შეკეთების უზრუნველსაყოფად;
** ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების/დეფექტების აღმოსაფხვრელად სარემონტო გეგმის თაობაზე წინადადებების მიწოდება უშუალო უფროსისათვის;
** მაღალი ძაბვის სამუშაოების დროს აუცილებელი უსაფრთხოების მოთხოვნების ცოდნა;
** საჰაერო და მიწისქვეშა სადისტრიბუციო სისტემების შემოწმება;
** საჰაერო და მიწისქვეშა სადისტრიბუციო სისტემების, ასევე ტრანსფორმატორების, მიკროსქემის ამომრთველების, კონდენსატორების, ძაბვის რეგულატორების, საშუალო და მაღალი ძაბვის გადამრთველების, ბოძების და დამხმარე მოწყობილობების ჩათვლით პრობლემების აღმოფხვრა და შეკეთება;
** საშუალო და მაღალი ძაბვის საჰაერო და მიწისქვეშა ელექტრული სქემების და ტერმინალების შეცვლა და მონტაჟი;
** სხვადასხვა კომპონენტის ოპერირება საშუალო და მაღალი ძაბვის გამანაწილებელ ელექტრო სისტემაზე;
** პირადი დამცავი საშუალებების გამოყენების კარგი გამოცდილება;
** ელექტრული აღჭურვილობების უსაფრთხოდ გამოყენების შესაძლებლობის დადგენის მიზნით, მათი ინსპექტირება;
** მაღალი ძაბვის სამუშაოს განსახორციელებლად დეტალური გეგმების, ნახაზების განხილვაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა/კომპეტენცია.

ანაზღაურება და დამატებითი პირობები:

** ყოველთვიური ხელფასი (ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით);
** სამუშაო პერიოდი - ცვლაში (ცვლის დღეების რაოდენობა განისაზღვრება თვეში არანაკლებ 14 და არაუმეტეს 17 ცვლისა (მიმდევრობით 4 კალენდარული დღე მუშაობა, შემდგომ 4 კალენდარული დღე დასვენება);
** უფასო კვება;
** კორპორატიული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და საოჯახო) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az; d.bagaturia@bst.socar.az

საკონტაქტო ინფორმაცია- ტელ: 577 95 87 41; 0 322 24 38 38.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

საბუთების ჩამონათვალი:

** CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** პირადობის მოწმობის ან/და პასპორტის ასლები;
** დიპლომის ასლი;
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 20.03.2025

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |