jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Flexsecure
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / განცხადების ვადა: 20 მარტი

კომპანია "Flexsecure" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე:

მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული დოკუმენტაციის და ოპერაციების წარმოება;
** პირველადი დოკუმენტების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში (ბანკები, შესყიდვები, გაყიდვები, ხელფასები და სხვა);
** დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლის პროცესში ჩართულობა;
სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** ** ბრუნვითი უწყისის სიღრმისეული ანალიზი და ანგარიშებზე სწორი ნაშთების უზრუნველყოფა;
** თვის დახურვის პროცესში მონაწილეობა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული სხვა ოპერაციების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური ან ეკონომიკური მიმართულებით;
** საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: (Excel-ის ცოდნა სავალდებულოა);
** ბუღალტრული პროგრამის (1C) ცოდნა - აუცილებელი პირობაა; 
** ბუღალტრულ პროგრამაში (უპირატესობა მიენიჭება Superfin-ს) მუშაობის გამოცდილებას.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანდასახული და პუნქტუალური.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გულუას ქ. N3 (ორთაჭალა)
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 დღე)
სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: 1800 ლარი (დასაბეგრი), ასევე კომპანია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას და CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@flexsecure.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |