jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: იურიდიული დეპარტამენტის იურისტი
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / განცხადების ვადა: 20 მარტი

სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას იურიდიულ დეპარტამენტში უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N28
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00.

ძირითადი მოვალეობები:

** დავალების მიხედვით, სამართლებრივ-საფინანსო მოთხოვნების სასამართლო და არასასამართლო, სააღსრულებო და ნებაყოფლობითი სამართლებრივი მართვა (მათ შორის, სტრატეგიის განსაზღვრა, რეკომენდაციების მომზადება, დაგეგმვა, შესრულება)
** დავალების მიხედვით, სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტის (შეთანხმება, ოქმი, აქტი...) მომზადება, შესწავლა, სამართლებრივი ანალიზი, გაფორმების/რეგისტრაციის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრი, მაგისტრი);
** იურისტის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სამოქალაქო/ადმინისტრაციული მიმართულებით);
** საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;
** ინგლისური ენა (B2-C1)

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) გაგვიზიარეთ ელ. ფოსტაზე: Career@ardi.ge-ზე, გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - სპეციალისტი.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ

სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |