jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: თელასი
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის თანამდებობაზე

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, არქიტექტურაში მაგისტრის დიპლომი;
** სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა: Microsoft office (Word, excel, powerpoint) Archicad, AvtoCad, Revit, 3D Max (სასურველია-ArcGIS ArcMap, ArcEditor).
** ქ. თბილისის საკრებულოს მიერ გაცემული მშენებლობის და არქიტექტურულ გეგმარებითი საქმიანობის მარეგულირებელი დადგენილებების და რეგლამენტების ცოდნა.
** საქართველოს მთავრობის არქიტექტურულ გეგმარებითი, მშენებლობის ორგანიზების, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების მქონე დადგენილებების ცოდნა და მათი მოთხოვნების დაცვით არქიტექტურული სივრცითი პროექტების, დემონტაჟის და მშენებლობის ორგანიზაციის, მშენებლობის უსაფრთხოების და შშმ პირთა სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დაცვით პროექტების, სატრანსპორტო სქემების დამუშავება, ობიექტების ექსპლუატაციაში მისაღებად აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების და მუნიციპალურ და სახელმწიფო სამსახურთან შეთანხმების გამოცდილება.
** სამუშაო პროცესის ორგანიზება და დაგეგმვა, დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
** კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს უშუალოდ მის მიერ შესრულებული და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის საქალაქო სამსახურთან შეთანხმებული მინიმუმ 3 პროექტის AR ნომერი.
** ფიზიკური შესაძლებლობები - 20 მ. სიმაღლეზე მდებარე ობიექტების დათვალიერება აზომვა.

თანამდებობრივი მოვალეობები:

მიმართულების ფუნქციებში შემავალ საკითხებზე სამსახურებრივ წერილებზე რეაგირება. მოთხოვნებში არსებული ჩამონათვალის შესაბამისი პროექტების დამუშავება. მიმართულების ფუნქციების შესაბამისად ზემდგომი ხელმძღვანელების სხვა დავალებების შესრულება.

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2025 წლის 06 მარტის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |