jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: Wine Kakheti
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / განცხადების ვადა: 20 მარტი

შპს "ვაინ კახეთი" აცხადებს ვაკანსიას მეღვინის პოზიციაზე ქ. თელავში.

Wine Kakheti არის კომპანია, რომელიც 2017 წლიდან დღემდე წარმატებით საქმიანობს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში. კომპანიას კახეთის რეგიონში გაშენებული აქვს ვენახები და აწარმოებს ღვინოს საკუთარ ქარხანაში.

სამუშაო ადგილი: ქალაქი თელავი, იოსებ ნონეშვილის ქუჩა, N 1

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიების მიმართულებით (პრიორიტეტი - მეღვინეობა)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყურძნის ჩაბარების და გადამუშავების პროცესის კონტროლი
** ყოველკვირეული სამუშაო გეგმის შედგენა, გაწერილი გეგმის მიხედვით პროცესების ხარისხიან შესრულებაზე მუდმივი მეთვალყურეობა და კონტროლი
** ღვინის ქარხანაში არსებული ღვინო მასალის, ღვინის, ჭაჭის ხარისხობრივი და რაოდენობრივი კონტროლი
** ქარხანაში სანიტარულ - ჰიგიენური მოთხოვნების უზრუნველყოფა ტექნოლოგიური პროცესების ყველა ეტაპზე
** ღვინის ორგანოლეპტიკური ხარისხის კონტროლი
** საამქროში ტექნიკური აღჭურვილობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და დაზიანებისგან მათი დაცვა
** ბუღალტრული და ISO დოკუმენტაციის წარმოება
** პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების დროული გამოვლენა და მათი აღმოფხვრა
** ღვინო მასალების; ჭაჭის და საბრენდე მასალის დამუშავების დაგეგმვა და მათი კონტრო ღვინის ჩამოსხმის გრაფიკის შედგენაში მონაწილეობის მიღება და გრაფიკის მიხედვით ჩამოსასხმელი ღვინოების მომზადება ჩამოსხმისთვის
** ღვინო მასალების და ასევე საამქროში არსებული სხვადასხვა მატერიალური ფასეობების აღრიცხვა და ბუღალტრულ ნაშთებთან სისტემატიური შედარება

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება

სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00 (შაბათ-კვირის გარდა)

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2025 წლის 20 მარტის ჩათვლით, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: info@wk.ge და დანიშნულების ველში აუცილებელია მითითებული იქნეს პოზიციის დასახელება: "მეღვინე".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |