შპს "მწვანე სკოლა - დიდი დიღომი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანაშემწის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნა: კანდიდატი შესაძლოა იყოს სამართლის სტუდენტი ან მისი კურსდამთავრებული.
ძირითადი მოვალეობები:
იურისტის თანაშემწე სკოლის იურისტთან შეთანხმებით:
** ამზადებს ხელშეკრულებებს სკოლასა და ბავშვის კანონიერ წარმომადგენელს შორის და ახდენს მათ რეესტრს;
** ასრულებს სკოლის ხელმძღვანელის მხრიდან მიღებულ დავალებებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, 2025 წლის 24 მარტამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV და სამოტივაციო წერილი ელ.ფოსტის მისამართზე: info@greenschool.org.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"; საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს მწვანე სკოლა - დიდი დიღმის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.