"დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (აღმრიცხველი) თანამდებობაზე.
თანამდებობრივი სარგო: 2500 ლარი (დარიცხული)
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ფუნქციები:
** სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების სრულყოფილად აღრიცხვა;
** სააგენტოს მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფისთვის წლიური მოთხოვნების სავარაუდო მოცულობების და რაოდენობის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
** სააგენტოს ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესის ხელშეწყობა;
** ყოველი თვის ბოლოს ეკონომიკური დეპარტამენტისთვის ბალანსზე რიცხული ნაშთების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სააგენტოს სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა სახის საქონლის ბაზის შექმნა და საჭიროების მიხედვით განახლება;
** სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინსპექტირების განხორციელება;
** მატერიალურ-ტექნიკური ქონების მოძრაობის შესახებ შესაბამისი აღრიცხვის დოკუმენტების და საქმის წარმოება;
** სააგენტოში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაძენი ეკიპირების/მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება, დამუშავება და რაოდენობების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
** სააგენტოში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ეკიპირების/მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებების მიღება-გაცემის პროცესში, გეგმა-გრაფიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და აღნიშნულის მიხედვით, პროცესის მიმდინარეობის კონტროლი.
** საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ეკიპირების ჩამონათვალის განსაზღვრა/განახლება საჭიროების მიხედვით;
** დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი მომსახურების მომწოდებელ ორგანიზაციასთან კომუნიკაცია და კომპეტენციის ფარგლებში, საჭირო დოკუმენტაციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ხელმოწერით დამოწმება და ელექტრონულ დოკუმენტბრუნვის სისტემაში შესაბამისი მანიპულაციების განხორციელება;
** გაცემული ეკიპირების შესახებ ინფორმაციის დამუშავება, ნაშთების კონტროლი და ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდების ინიცირება;
** კომპეტენციის ფარგლებში, შემოსული წერილებისა და მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და პასუხების პროექტების მომზადება;
** სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელი პირების ცალკეული დავალებების შესრულება;
** დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
პასუხისმგებლობები:
** სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესაბამისად ახდენს სხვადასხვა დოკუმენტების, წარმოების მასალების, პროექტების შემუშავებას, ანალიზს და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;
** დავალების შესრულების პროცესში, ახდენს ოპტიმალური ვარიანტების შერჩევას და კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმების გზით;
** ცვლის სტრუქტურული ერთეულის უფროსს ან/და ხელს უწყობს საქმიანობის ორგანიზებასა და მართვაში;
** აქვს კონკრეტული სამუშაო ჯგუფის ზედამხედველობის უფლებამოსილება;
** შესაძლებელია დაეკისროს უმნიშვნელო მენეჯერული ფუნქციები;
** პასუხისმგებელია დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ზედმიწევნით შესრულებაზე;
** კოორდინაციას უწევს და პასუხისმგებელია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაძენი ეკიპირების/მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებთან დაკავშირებული პროცესების მართვაზე.
საკონკურსო თემატიკა:
** საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 01-110/ნ ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დებულება";
** საქართველოს კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ.
** "დასაქმების ხელშეწყობის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის N487 დადგენილება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, ლოჯისტიკის ან/და ფინანსების მიმართულება);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით: Microsoft Office Excel);
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე - ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Sesa_administration@moh.gov.ge და გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.