საერთაშორისო გადაზიდვები, ლოგისტიკა და საბაჟო ოპერაციების ტრენინგ კურსი
კურსი მიზნად ისახავს მონაწილეებს სრულყოფილად გააცნოს საერთაშორისო გადაზიდვებისა და ლოგისტიკის ძირითადი პრინციპები, ასევე საბაჟო ოპერაციების მართვის პროცედურები. კურსის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან საერთაშორისო ვაჭრობის ასპექტებს, საბაჟო კანონმდებლობასა და მიმდინარე რეგულაციებს, რომლებიც აუცილებელია ეფექტური ბიზნეს-ოპერაციებისთვის გლობალურ ბაზარზე.
ტრენინგ-კურსს გაუძღვებიან:
ირინე მელაშვილი - საერთაშორისო ავია სატვირთო გადაზიდვების კომპანიის Cargostar-IM"-ს დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი.
ნათია ზოიძე - შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის რისკების მართვის სამმართველოს წამყვანი ანალიტიკოსი.
მარიამ ელგნდაშვილი - კომპანია "გიანთი ლოჯისტიკის" გაყიდვების საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი
კურსის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვანი სერტიფიკატი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულთათვის მოქმედებს 20% ფასდაკლება.
კურსის განრიგი:
** დაწყების თარიღი 10.03.2025
** დღე ორშაბათი/პარასკევი
** საათი 19:00 - (ხანგრძლივობა 2 სთ)
** 20 შეხვედრა, 10 კვირას
** კურსი ჩატარდება შერეული წესით, დასწრებით და დისტანციურად
თემატიკა:
** ლოგისტიკა - სასაწყობე მეურნეობა; საბაჟო საწყობი; არასაბაჟო - დროებითი შენახვის საწყობი; ტვირთის დასაწყობების და დეკლარირების საკითხები;
** საერთაშორისო გადაზიდვები: ზოგადი პრინციპები, ტრანსპორტის სახეები, კომბინირებული გადაზიდვები; საზღვაო, სახმელეთო და საავიაციო გადაზიდვის ზოგადი მიმოხილვა. საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტის ტიპები, პრივილეგიები და ნაკლოვანებები; სატრანსპორტო ტერმინოლოგია, დოკუმენტაცია. საზღვაო და საჰაერო გადაზიდვის გეოგრაფია
** ტვირთის ცნება. ტვირთის კატეგორია. კოდები და აბრევიატურა. გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთი, გაბარიტის გამოთვლის მეთოდები; ასანაზღაურებელი წონის დაანგარიშება;
** ტვირთის გადაზიდვა საზღვაო ტრანსპორტით; ხომალდის სახეობები; კონტეინერების ტიპები; ზოგადი გეოგრაფია;
** ტვირთის გადაზიდვა საზღვაო ტრანსპორტით (გაგრძელება), საზღვაო სატრანსპორტო დოკუმენტაცია;
** ტვირთის გადაზიდვა სახმელეთო ტრანსპორტით; სახმელეთო ტრანსპორტის სახეობები; რეგულაციები; დოკუმენტაცია TIR CARNET;
** ავიაგადაზიდვები: ავიაკომპანიები, მათი ორნიშნა და სამნიშნა კოდები; (IATA coding and decoding of the airlines) საერთაშორისო აეროპორტები და აეროპორტის კოდები (IATA coding and decoding of the airports) საჰაერო ხომალდების ტიპები (დეტალური დახასიათება), ტვირთამწეობა, საბარგულის ზომები. ტვირთის შეფუთვის მაქსიმალური ზომები; Loading Charts
** ავიაგადაზიდვები, ტარიფიკაცია, შეფუთვის ზომების მიხედვით შესაფერისი საჰაერო ტრანსპორტის ტიპის მოძიება. ჯავშანი და სატვირთო მანიფესტი.
** საჰაერო გადაზიდვის დოკუმენტი - ავიაზედდებულის შევსების წესები .
** პრაქტიკული მეცადინეობა - ზედდებულის შევსება. საჰაერო ტვირთის გადაზიდვის დაანგარიშება.
** სახიფათო ტვირთების რეგულაცია: სახიფათო ტვირთის განსაზღვრება; სახიფათო ტვირთების კლასიფიკაცია; იდენტიფიკაცია; სახიფათო ტვირთების დოკუმენტაცია -Dangerous Goods Declaration;
** სახიფათო ტვირთის შეფუთვა (IATA certified packaging) სახიფათო ტვირთების მარკირება და ჰენდლინგი; რადიაქტიური ტვირთები;
** ცოცხალი ცხოველების რეგულაციები- LAR: ცოცხალი ცხოველების მეცნიერული და ზოგადი კლასიფიკაცია; კონტეინერის ტიპები; ცოცხალი ცხოველების გადაზიდვის დოკუმენტაცია; იმპორტის და ექსპორტის ნებართვები; CITES; Shipper`s certification of live animals; მარკირება; გადამზიდის, სატრანსპორტო აგენტის და ტვირთგამგზავნის (მიმღების) პასუხისმგებლობა.
** შუალედური ტესტირება განვლილი მასალის მიხედვით.
** სატრანსპორტო აგენტი: ფუნქციები და მოვალეობები; კონსოლიდატორი და ბრიიქ-ბალკ აგენტი;
** დამკვეთებთან (მიმღებებთან) ურთიერთობა; ფსიქოლოგიური ურთიერთობები კლიენტთან მიმართებაში; სწორი სასაუბრო ტაქტიკა. შეკვეთის მიღება; SLI- ინფორმაცია ტვირთზე.
** ექსპორტი: ტრანსპორტირების დაგეგმვა და გრაფიკი: ტვირთის აღება, დროებითი შენახვის საწყობი - დასაწყობება; გადაზიდვის მარშრუტის შერჩევა, თვითმფრინავის ტიპის და ავიაკომპანიის სწორად შერჩევა, ავიაკომპანიის განრიგი; ტვირთის დაჯავშნა ავიაკომპანიის რეისზე, ტრანსპორტირების მონიტორინგი (Track and Tracing); ტვირთის გადაზიდვის პირობების გათვალისწინებით ტვირთის გამგზავნისა და მიმღების პასუხისმგებლობა-ვალდებულებების გამიჯვნა; ტარიფიკაცია: გადამზიდის მიერ მოწოდებული ტარიფიკაციის სწორი დაანგარიშება; სატერმინალო და ადგილობრივი გადაზიდვის ხარჯები; ფასნამატის, ფასშეთანხმების დათვლის წესები და კლიენტთან შეთანხმება; დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და ნულოვანი დღგ; საექსპორტო დოკუმენტაცია; საბაჟო დეკლარირების საკითხების შეთანხმება ტვირთგამგზავნთან. მომსახურების დასრულება, POD.
** იმპორტი: ურთიერთობა დამკვეთთან, ინფორმაცია ტვირთზე; ურთიერთობა აგენტთან და ფასშეთანხმება. გადაზიდვის და გადახდის პირობების შეთანხმება დამკვეთთან; ხარჯების კონსოლიდაცია; შეკვეთის მიღება ; ჩამოსული ტვირთის მომსახურება სატვირთო ტერმინალში;
** კარიდან კარამდე ტრანსპორტირება;
** ტრანზიტული ტვირთის მომსახურება;
** სატვირთო ტერმინალი: ფუნქციები, ვალდებულებები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; სატვირთო ტერმინალი - როგორც ავიაკომპანიის გენერალური ჰენდლინგ აგენტი - უფლებები და მოვალეობები; სწორი ურთიერთობა სატვირთო ტერმინალთან.
** ტვირთის საბაჟო გაფორმება. საერთაშორისო სასაქონლო კოდები HS code; INCOTERMS; მყიდველის, გამყიდველის და სატრანსპორტო აგენტის პასუხისმგებლობა და ვალდებულებები; გადამზიდის პასუხისმგებლობა დაზღვევა.
** ზოგადი საბაჟო რეგულაციები
** ASYCUDA - eCustoms - ში დეკლარაციის და შიდა გადაადგილების - აღრიცხვის მოწმობის, შევსების წესი, რეგისტრაცია და შეფასება
** საფოსტო გზავნილების საბაჟო რეგულაციები
** დამატებით შეისწავლით საფოსტო გზავნილების საბაჟო დეკლარაციის ფორმა #4-ის შევსების და გადაგზავნის წესს (შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან RS.GE).
რეგისტრაცია: https://forms.gle/XVCarQemju2iTSzNA
კურსის ღირებულება 650 ლარი
მიმღები ბანკი: სს "საქართველოს ბანკი"
ბანკის კოდი: BAGAGE22.
მიმღების დასახელება: შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE55BG0000000580856578
დანიშნულებაში მიუთითეთ სიტყვა "ტრენინგი"
მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
ბანკის კოდი: TBCBGE22.
მიმღების დასახელება: შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE43TB7545136080100001
დანიშნულებაში მიუთითეთ სიტყვა "ტრენინგი"
ტრენინგის ჩატარების ადგილი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, 2
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელფოსტა: training@ibsu.edu.ge
ტელ: +995 322 800 064
გისურვებთ წარმატებებს!