შპს "ზებრა გრუპი" სხვადასხვა პროექტისათვის ეძებს გრაფიკოს დიზაინერს (წიგნების, თამაშებისა და საკანცელარიო პროდუქციის ვიზუალური მასალის შექმნა).
სამუშაო განაკვეთი: თავისუფალი, დისტანციურად.
თუ ხართ კრეატიული და გაქვთ უნარი სოციალური ქსელისა (Facebook, Instagram და სხვ.) და ვებგვერდისათვის შექმნათ საინტერესო, მიმზიდველი და ხარისხიანი მასალა, შეგიძლიათ სათამაშოების ან სხვა პროდუქციის ყუთებისათვის შეიმუშაოთ პროფესიონალური ორიგინალური დიზაინი, ასევე გაქვთ გრაფიკოს დიზაინერად მუშაობის 3-4-წლიანი გამოცდილება, გამოგზავნეთ CV და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: hr@zebra-group.ge.
საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება (სხვა შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება).
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!