jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მთავარი ინჟინერი
მომწოდებელი: ამბასადორი ბათუმი
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / განცხადების ვადა: 20 მარტი

"ამბასადორი ბათუმი აილენდი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ინჟინრის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბათუმი
სამუშაო დრო: 5/2

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კარგი პრეზენტაციის უნარი და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვების უზრუნველყოფა;
** 20%-ნი ფასდაკლება ამბასადორი ჯგუფის სასტუმროებსა და რესტორნების ქსელში;
** პროფესიული განვითარება;
** მეგობრული სამუშაო გარემო.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სამშენებლო ინჟინერია ან მსგავსი დარგი);
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სექტორში;
** სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა;
** ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Archicad, Autocad).

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო პროცესების ორგანიზება და მონიტორინგი;
** სამშენებლო პროცესების ინჟინერული ზედამხედველობა და ტექნიკური მხარდაჭერა;
** კონსტრუქციული გადაწყვეტილებების დაგეგმვა და სიზუსტის უზრუნველყოფა მშენებლობის ყველა ეტაპზე;
** პროექტების შესახებ ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა და პერიოდული განახლება;
** პროექტების დახურვისას ინჟინრული შეფასებების გაკეთება და ხარისხის კონტროლი;
** ხარჯთაღრიცხვების შემუშავება და კონტროლი;
** კონტრაქტორების შერჩევასა და ტენდერების შეფასებაში მონაწილეობის მიღება;
** ხარისხის, უსაფრთხოებისა და რეგულაციების კონტროლი;
** მშენებლობის პროცესში ტექნიკური საკითხების მოგვარება და რეკომენდაციების წარდგენა;
** ტექნიკური ხელმძღვანელობა და საკონსულტაციო მხარდაჭერა.

დაინტერესების შემთხვევაში, გადმოგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@eve-capital.com. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@eve-capital.com

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |