jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტენდერი ლაბორატორიული კვლევის მომწოდებლის შესარჩევად
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში, იწვევს დაინტერესებულ იურიდიულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საკვები პროდუქტების სურსათის უვნებლობის ლაბორატორიული კვლევის მომწოდებლის შესარჩევად.

ინფორმაცია ორგანიზაციების შესახებ:

SOS Children`s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 118 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში.

ინფორმაცია პროექტის შესახებ:

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება პროექტი - "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა", ასოციაცია "საქართველოს ესოეს ბავშვთა სოფლის", "კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის", "საზოგადოება ბილიკისა" და "კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის" ერთობლივი პარტნიორობით. პროექტის მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა ადგილობრივ შრომის ბაზარზე და მათ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დახმარება.

მომსახურების მიზანი:

ქ. თბილისში მცირე მეწარმეობის ფარგლებში დამზადებული ორი სახის საკვები პროდუქტისთვის სურსათის უვნებლობის დამადასტურებელი საჭირო ლაბორატორიული კვლევებით უზრუველყოფა, რის საფუძველზეც მოხდება თითოეული პროდუქტის ეტიკეტირება და გაყიდვა საქართველოს ფარგლებში.
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

ლაბორატორიული კვლევებისთვის კვებითი პროდუქტების მახასიათებლები:

** შვიდი სხვადასხვა სახის (განსხვავებული შემადგენლობისა და გემოს) გრანოლა ბარი, რომელიც შეიფუთება და დაეკვრება ეტიკეტი.
** ერთი სახის ტრადიციული ჩურჩხელა (ყურძნის ბადაგი და ნიგოზი), რომელიც მცირე ზომით დამზადდება, შეიფუთება დაეკვრება ეტიკეტი.
** ლაბორატორიული კვლევების ჩამონათვალი თითოეული საკვები პროდუქტისთვის:
** წყლის მიკრობიოლოგიური კვლევა (კოლი ფორმები, E.coli, მეზოფილური აერობები და ფაკულტატური ანაერობები) ორივე სამეწარმეო სივრცისთვის;
** მზა პროდუქციის კვლევა მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე მათ შორის აფლატოქსინებზე (აფლატოქსინ B1-ის და ჯამური აფლატოქსინების - B1, B2, G1, G2) თითოეული კვებითი პროდუქტისთვის;
** მზა პროდუქციის კვლევა ენერგეტიკული ღირებულების დადგენა თითოეული კვებითი პროდუქტისთვის;
** მზა პროდუქციის კვლევა ვადის დადგენა თითოეული კვებითი პროდუქტისთვის.
** შესასრულებელი სამუშაოს პერიოდი და სამუშაო დატვირთვა:
** შერჩეულ იურიდიულ სუბიექტთან (ლაბორატორიასტან) დაიდება ხელშეკრულება 2025 წლის თებერვლიდან 2025 წლის აპრილის ჩათვლით, რომელ პერიოდშიც უნდა მოხდეს ზემოთ აღნიშნული ლაბორატორიული კვლევებით უზრუნველყოფა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად.

ტექნიკური განაცხადი:

დაინტერესებულმა იურიდიულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები:

** ტენდერში მონაწილე იურიდიული პირის რეკვიზიტები: მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, საჯარო რეესტრის ამონაწერი;
** ორგანიზაციის პორტფოლიო (გამოცდილების ისტორია) ელექტრონული სახით;
** ლაბორატორიული მომსახურებისა და ექსპერტიზის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
** ლაბორატორიის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
** მომსახურების ფასის განაცხადი, რომელიც მოიცავს შესასრულებელი სამუშაოს ჩამონათვალში მითითებულ თითოეული ტიპის კვლევას ორივე ტიპის პროდუქტისთვის.

ფასის განცხადი:

** მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში მოცემული სამუშაოების მიხედვით დ.ღ.გ.-ს გარეშე.
** მომსახურების ფასი უნდა მოიცავდეს ყველა სხვა ხარჯს რაც სამუშაოთა შესრულებას ესაჭიროება.

თანხის გადახდის პირობები:

მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ფინანური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ანგარიშ-ფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად) არაუგვიანეს 10 დღისა.

სატენდერო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 28 თებერვალი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შესაბამისი დოკუმენტაცია შემდეგ ელ-ფოსტაზე: contact@sos-kd.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "სურსათის უვნებლობის ლაბორატორიული კვლევა" კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის მენეჯერს ელ. ფოსტაზე: nino.nutsubidze@sos-kd.ge ან მობილურ ტელეფონზე: 599 728 925.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |