"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი (სტუდენტებისათვის და დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურთან გადამისამართება;
** გამავალი ზარის განხორციელება და ინფორმაციის მიწოდება სტუდენტებისათვის აკადემიური პერსონალისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის;
** პრობლემური საკითხების გამოვლენა და შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება;
** უნივერსიტეტის სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
** სამუშაო გამოცდილება - 1 წელი (სასურველია უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილება);
** კომპიუტერული პროგრამები - MS Office;
** ენები - ინგლისური ენა - B2;
პიროვნული უნარები:
** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** კონფლიქტების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ინფორმაციის შეგროვების უნარი;
** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.
შერჩევის ეტაპები:
** CV-ების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება;
დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 09 მარტის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@seu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.