jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფინანსური აუდიტის მენეჯერი
მომწოდებელი: Nexia Georgia
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / განცხადების ვადა: 20 მარტი

"Nexia Georgia" საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო ქსელის - "Nexia International"-ის წარმომადგენელია საქართველოში, 2014 წლიდან. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, მსოფლიოს 125-ზე მეტ ქვეყანაში, 800-მდე ოფისით არის წარმოდგენილი და გამოირჩევა თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული მაღალი ხარისხის სერვისებით.

"Nexia Georgia" აერთიანებს 700-მდე კლიენტს და 300-მდე პროფესიონალს, რომლებიც ყოველდღე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia Georgia-ს დინამიკური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებითა და ცოდნით.

"Nexia Georgia" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური აუდიტის მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** ფინანსურ აუდიტორად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** IFRS და ISA სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ACCA-ს ფუნდამენტური დონის სერტიფიკატი;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტთან გარიგების პარტნიორთან ერთად მოლაპარაკების წარმოება სერვისის გაწევის მიზნით;
** დეპარტამენტის საქმიანობის შესაბამისად მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა კლიენტი კომპანიებისათვის;
** პროცესების ოპტიმიზაციის და ეფექტურობის მიზნით რეკომენდაციების შეთავაზება და განხილვაში ჩართულობა;
** დეპარტამენტის პროექტების დაგეგმვა გარიგების პარტნიორთან ერთად, პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობების განსაზღვრა, გუნდის დაკომპლექტება და გარიგებებზე გადანაწილება;
** გუნდის წევრებისთვის დავალებების ოპტიმალურად გადანაწილება, მონიტორინგი და შესასრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებით ინსტრუქციების მიცემა;
** პრობლემის დროული იდენტიფიცირება და საკითხის გავლა გარიგების პარტნიორთან;
** იდენტიფიცირებული პრობლემის კლიენტთან გავლა გარიგების პარტნიორთან ერთად;
** გარიგების ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების და ფირმის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით;
** გარიგებების დაარქივება ფირმის მეთოდოლოგიის შესაბამისად და მეთოდოლოგიის ვადების დაცვით;
** არსებულ თანამშრომლებთან პერიოდული უკუკავშირის და რეკომენდაციების მიცემა სამუშაო პროცესის გაუმჯობესების მიზნით;
** ახალი თანამშრომლის ადაპტაციის პროცესში პროფესიულ საკითხებზე კონსულტირება და უკუკავშირის უზრუნველყოფა;
** შიდა სამუშაო შეხვედრების ჩატარება თანამშრომლების სწავლების და განვითარების მიზნით;
** ინფორმაციის გაზიარება გუნდის სხვა წევრებთან, საერთო ამოცანებისა და მიზნების მიღწევის მიზნით;
** გუნდური მუშაობის საჭიროებისა და მნიშვნელობის გაცნობიერება. ფირმასთან და თანამშრომლებთან მიმართებაში პოზიტიური დამოკიდებულება და ჯანსაღი სამუშაო ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ხელის შეწყობა.

პიროვნული თვისებები:

** გუნდის მართვის და მოტივაციის უნარი;
** დელეგირების და მონიტორინგის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge. წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ფინანსური აუდიტის მენეჯერი".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |