ინფორმაცია კომპანიის შესახებ: კომპანია "TSUR GROUP", არის ქარულ-ებრაული კომპანია, რომელიც 2020 წლიდან აქტიურად საქმიანობს ქართულ ბაზარზე. ჰოლდინგი აერთიანებს სხვადასხვა მოწინავე კომპანიებებს. ჰოლდინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.tsur-group.com/
კომპანია TSUR GROUP-ში შემავალი კომპანიებისთვის, "არომაკო" და "ნამი 8"- ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სატელეფონო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
პირობები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სწავლება-განვითარების დაფინანსება/მხარდაჭერა
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 18:00
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლეხ კაჩინსკის 4
ძირითადი უფლება მოვალეობები:
** გამავალი ზარების განხორციელება პოტენციურ კლიენტებთან.
** მომხმარებლისთვის სატელეფონო კონსულტაციის გაწევა;
** პოტენციურ მომხმარებლებთან კორპორაციული გაყიდვების მენეჯერებისათვის შეხვედრების დაგეგმვა;
** კომპანიაში არსებული პროდუქტების, მომსახურების და სიახლეების და აქციების შესახებ მომხმარებლებისათვის სრულ და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** ინგლისური და რუსულ ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@aromaco.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას!
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!