გიყვართ კონტენტის შექმნა, ვიდეოს მონტაჟი და სოციალური მედიის განვითარება? წარმატებით მუშაობთ სწრაფ ციფრული გარემოში? მაშინ, ეს პოზიცია თქვენთვისაა, შემოგვიერთდით "Streamify Georgia"-ს გუნდში!
პოზიცია: კონტენტ კრეატორი
მდებარეობა: ოფისში/ჰიბრიდული
ტიპი: სრული განაკვეთი
პოზიციის აღწერა: თქვენი, როგორც კონტენტ კრეატორის მთავარი მიზანია, სტრიმერების აუდიტორიის გაზრდა საინტერესო კონტენტის შექმნისა და სხვადასხვა სოციალური მედიის აქტივობების მეშვეობით.
ძირითადი მოვალეობები:
** სტრიმების სოციალური მედიისთვის კონტენტის შექმნა, ლაივების დაჭრა მოკლე ვიდეოებად, რილებად და ჰაილაითებად YouTube, TikTok, Instagram, X და სხვა პლატფორმებისთვის.
** სოციალური მედიის ანგარიშების მართვა და ოპტიმიზაცია აუდიტორიის ჩართულობის გასაზრდელად.
** კონტენტის სტრატეგიის შემუშავება სტრიმერების ხილვადობის გასაზრდელად.
** სტრიმერებთან და მარკეტინგულ გუნდთან თანამშრომლობა უნიკალური და მიმზიდველი კონტენტის შესაქმნელად.
** სტრიმინგისა და გეიმინგის ინდუსტრიაში ტენდენციების მონიტორინგი და მათი გამოყენება.
** აუდიტორიასთან კომუნიკაცია, კომენტარებზე პასუხის გაცემა და არხის აქტივობის გაზრდა.
მოთხოვნები:
** შორთების მონტაჟის გამოცდილება (Adobe Premiere Pro, DaVinci Resolve, CapCut ან ნებისმიერი სხვა).
** სოციალური მედიის პლატფორმების და კონტენტის ტენდენციების კარგი ცოდნა.
** ციფრული არხების და ონლაინ ქომუნითის ზრდის გამოცდილება.
** კრეატიულობა და ხარისხიანი კონტენტის შექმნის უნარი.
** მრავალფუნქციურ და სწრაფ გარემოში ადაპტირების უნარი.
** გეიმინგისა და ლაივ სტრიმინგისადმი ინტერესი სასურველია.
რას გთავაზობთ:
** ფიქსირებული ანაზღაურება + შედეგებზე დაფუძნებული ბონუსები.
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ფიტპასი
ანაზღაურება: შეთანხმებით
თუ მზად ხართ ამ საინტერესო გამოწვევისთვის და გსურთ დაეხმაროთ ჩვენს სტრიმერებს განვითარებაში, გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე streamifygeorgia@gmail.com