შპს "პრემიქსი" წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოში ავტონაწილების და საცხებ-საპოხი პროდუქტების რეალიზაციით, რომელიც დაკავებულია როგორც საცალო, ასევე კორპორაციული და საბითუმო ვაჭრობით.
კომპანია "პრემიქსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი;
ანაზღაურება: 1500 ლარიდან.
მოვალეობები:
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
** მოთხოვნილი პროდუქტების პროგრამული შემოწმება, ფასის დაზუსტება და მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** რეალიზაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** მარაგების ოპტიმალური დონის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** სათადარიგო ნაწილების და საცხებ-საპოხი მასალების რეალიზაციის ზრდის მხარდაჭერა;
** სერვისის რეალიზაციის მხარდაჭერა;
** მოთხოვნისამებრ, ხელმძღვანელობისთვის (უშუალო ხელმძღვანელი/დირექტორი) ანგარიშის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** საავტომობილო სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და/ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@premix.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება.