jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: Senior და Middle .Net დეველოპერი
მომწოდებელი: ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / განცხადების ვადა: 20 მარტი

სსიპ "ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოში" ველოდებით გამოცდილ Senior და Middle .Net დეველოპერებს.

სააგენტოს მიზანია:

** ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვა და მართვა;
** ინტეგრირებული სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი უსაფრთხო და ეფექტური მუშაობის და განვითარების უზრუნველყოფა;
** კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების, ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ინფორმაციული სისტემების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** შესაბამისი სახელმწიფო სერვისების მართვის ინტეგრირებული ციფრული სისტემების შემუშავება, დანერგვა, მხარდაჭერა და განვითარება.
** სააგენტო ავითარებს და მხარს უჭერს ფართო გამოყენების 100-ზე მეტ ციფრულ სისტემას და მოდულს, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე დასაქმების ხელშემწყობ სექტორებში სერვისების უწყვეტობას.

მოთხოვნები:

** Senior დეველოპერი- .Net ტექნოლოგიების (ASP.Net
** MVC (Core),
** ASP.Net
** Web API, Entity Framework (Core), WCF) ცოდნა და მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება.
** Middle დეველოპერი- .Net ტექნოლოგიების (ASP.Net
** MVC (Core),
** ASP.Net
** Web API, Entity Framework (Core), WCF) ცოდნა და მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** მრავალფეროვან პროექტებს;
** პროფესიულ განვითარებას.

კონკურსის ეტაპები:

** პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;
** მეორე ეტაპი - განაცხადების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან ტექნიკური გასაუბრება.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 20.03.2025

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე შედგენილი შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@ita.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |