"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ასლგადამღები ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
ასლგადამღები ოფისის მენეჯერის საქმიანობას წარმოადგენს:
** უნივერსიტეტში არსებული პროცედურის დაცვით საჭირო მასალების ასლების შექმნა;
** ასლების აღრიცხვიანობის რეპორტის წარმოება ექსელის ფაილში;
** სკოლების მიერ მოწოდებული სახელმძღვანელოების დასკანერება;
** საჭირო მასალების რაციონალურად გამოყენება და ოპტიმიზაცია ელექტრონული დოკუმენტების
უნივერსიტეტის საქმიანობის სრულყოფილად და უწყვეტად განხორციელების მიზნით უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობიანი;
** კომუნიკაბელური;
** მოტივირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-შაბათი 09:00-14:30 ან 14:30-20:00
** ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე ასაღები)
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@ibsu.edu.ge. გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება: "ასლგადამღები ოფისის მენეჯერი".
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 18 მარტი.
წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.
გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!