jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: ჩერნოვეცკის ფონდი
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / განცხადების ვადა: 20 მარტი

"ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

მოთხოვნები კანდიდატებისთვის:

** საქართველოს კანონმდებლობისა და კონსტიტუციის სიღრმისეული ცოდნა, სასამართლო პრაქტიკა აუცილებელია;
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სამოქალაქო საკითხებში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ქართული ენების თავისუფლად ფლობა გამართული გრამატიკით (წერითი და სასაუბრო);
** სხვადასხვა ინსტანციებისთვის წერილების, მიმართვების მომზადების გამოცდილება;
** შედეგზე ორიენტირებული მოტივაციის მაღალი დონე;

ვალდებულებები:

** საქველმოქმედო ფონდში მოქალაქეთა მომართვებთან მუშაობა;
** იმ მოქალაქეთა საკითხების გადაჭრა, რომლებიც დახმარებისთვის მოგვმართავენ: წერილების, იურიდიული დოკუმენტების, კონსულტაციების, მიმართვების მომზადება კომპანიებში, ორგანიზაციებში, ხელისუფლების ორგანოებში, სასამართლოებში საკითხების გადაჭრისა და დახმარების მიზნით. დახმარების მთხოვნელი თითოეული ადამიანის/ოჯახის პრობლემის დეტალურად დამუშავება, მოქმედების გეგმის, ვადების დასახვა, აგრეთვე, რის გაკეთება შეიძლება თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში;
** ხელმძღვანელობის დავალებით მოთხოვნების/პასუხების მომზადება ოფიციალური ორგანოებისთვის;
** ფონდის საქმეებისთვის წარმოებულ სასამართლო განხილვებში მონაწილეობის მიღება;
** ფონდის ხელმძღვანელობასა და დამფუძნებელთან კავშირზე ყოფნა დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში (ზარზე პასუხი). თუმცა, ასეთი რამ პრაქტიკულად არ ხდება!

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი 9.00—18.00 ქ. თბილისში;
** ხელფასი 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი საქართველოს ეროვნული ვალუტის ლარის კურსით + პრემიები კარგად შესრულებული სამუშაოსთვის.
** მუშაობის პირველი თვე - სტაჟირება - 800 დოლ., რომელიც შეიძლება უფრო ადრე დასრულდეს: ან კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელებით, ან სამსახურიდან განთავისუფლებით, თუ სტაჟიორის მიერ დეკლარირებული ცოდნა არ შეესაბამება სინამდვილეს და სწავლის სურვილიც არ აქვს!
** უსასყიდლო სწავლა უკრაინის დამსახურებულ იურისტთან, სამართლის დოქტორ ლეონიდ ჩერნოვეცკთან!
** ძალიან მაღალი ხელფასით მაღალი კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

ყურადღება! მისამართი კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის გამოსაგზავნად: mydreamwork999@gmail.com, გამოგზავნის დროს წერილის თემის ველში მიუთითეთ "იურისტი", გასაგები რომ იყოს, კომპანიის რომელ ვაკანსიას გამოეხმაურეთ.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |