jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საგამოძიებო მედია ლაბ.ოპერაციული და პროდაქშენის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / განცხადების ვადა: 27 მარტი

"საქართველოს უნივერსიტეტის" საგამოძიებო მედია ლაბი (Investigative Media Lab - IML) გთავაზობთ გახდეთ საგამოძიებო მედია ლაბის ოპერაციული და პროდაქშენის ხელმძღვანელი UG-ში.

ჩვენს პერსონალს დავახვედრებთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს
** უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება

** ადგილობრივი მედიის საჭიროებების მონიტორინგი;
** ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალისტებთან აქტიური კომუნიკაცია;
** სხვადასხვა საერთაშორისო, თუ ადგილობრივი მედია პროექტის დაგეგმვა და განხორციელება;
** საერთაშორისო ფონდების მოძიება და აპლიკაციების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** პროდაქშენის პროცესის მონიტორინგი, დასაწყისიდან საბოლოო პროექტამდე;
** პროექტების განრიგების შექმნა და დედლაინების დაცვის უზრუნველყოფა;
** პროექტის პროგრესზე თვალყურის დევნება.

კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ:

** მედია პროდაქშენისა და პროექტების მენეჯმენტის დადასტურებული გამოცდილება;
** მედია ორგანიზაციებში ან ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;
** ძლიერი ლიდერობისა და მენეჯმენტის უნარები;
** მედია პროდაქშენის ინსტრუმენტების, საუკეთესო პრაქტიკებისა და მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** ინტერესი ქვეყანაში საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და ზოგადად მედიის გაძლიერების მიმართულებით;
** რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** სწრაფად ცვლილებად გარემოში ორიენტირების უნარი;
** ბიუჯეტთან, კონტრაქტებთან და რესურსების განაწილებასთან მუშაობის გამოცდილება;
** ძლიერი საკომუნიკაციო და თანამშრომლობის უნარები;
** ინგლისური C1;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

სასურველი კვალიფიკაციები:

** საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი

უნარები, რომელიც უნდა გქონდეთ:

** ორგანიზებულობა
** კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობა
** სტრესულ გარემოში მუშაობა
** კრეატიულობა/ინოვაციურობა
** ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2025 წლის 27 მარტის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: საგამოძიებო მედია ლაბის ოპერაციული და პროდაქშენის ხელმძღვანელი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ მისამართებზე: n.kaladze@ug.edu.ge; l.bibilashvili@ug.edu.ge

საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 7000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |