jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: NRC International Services
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / განცხადების ვადა: 7 მარტი

კომპანია "ენ-არ-სი ინტერნეშენალ სერვისიზ" წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს გარემოს დაცვის, სამრეწველო და საგანგებო სიტუაციების სწრაფი რეაგირების მომსახურების დარგში. "ენ-არ-სი ინტერნეშენალ სერვისიზ" 2004 წლიდან უწევს მომსახურეობას წამყვან ნავთობის ტრანსპორტირების კომპანიას შავი ზღვის რეგიონში.

კომპანია "ენ-არ-სი ინტერნეშენალ სერვისიზ"-ის საქართველოს წარმომადგენლობა აცხადებს კონკურსს მეხანძრის პოზიციაზე.

პოზიციაზე მომუშავე პირის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა იქნება სახანძრო მანქანის და სახანძრო აღჭურვილობის მუდმივი შემოწმება/ინსპექტირება მისი მუდმივად მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით ხანძრის შემთხვევაში. პოზიციისთვის საჭირო ტრენინგები, სწავლება და ვარჯიშები სამუშაოს მუდმივი და განუყოფელი ნაწილია.

შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება მეხანძრედ მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

სამუშაოს დაწყების დრო: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობა (ერთკვირიანი ან ორკვირიანი გრაფიკი ადეკვატური დასვენების დღეების მიცემით)
სამუშაო ადგილი: გარდაბანი, სოფ. ჯანდარა

კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელს პერსონალური პირადი დაცვის აღჭურვილობით/სპეცტანსაცმლით.

შერჩეული კანდიდატი დაქირავებამდე გაივლის პირველად სამედიცინო შემოწმებას ზოგად ფიზიკურ მდგომარეობაზე, ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, ნასამართლეობაზე, და ასევე გაივლის დაგეგმილ და დაუგეგმავ სამედიცინო შემოწმებებს კომპანიაში მუშაობის პერიოდშიც.

ჩვენი სახანძრო გუნდის სხვა წევრებთან ერთად, მეხანძრე თანამშრომელი პასუხისმგებელი იქნება სახანძრო ინციდენტებზე რეაგირებაზე, ზარებზე პასუხის გაცემაზე და რეაგირებაზე მზადყოფნაზე დღის ნებისმიერ საათში. თქვენ სახანძრო გუნდთან ერთად უზრუნველყოფთ ხანძრის ჩაქრობას, ადამიანებისა და გარემოს უსაფრთხოებას და პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განხორციელებას.

ძირითადი მოვალეობები:

** სრული მზადყოფნა და სწრაფი რეაგირება სახანძრო, საგანგებო სიტუაციებში და დაუგეგმავი, გადაუდებელი გამოძახებების დროს (ხანძარი, პოტენციური ხანძარი, ავტოსაგზაო შემთხვევები და ა.შ).
** სრული მზადყოფნა ფიზიკური სამუშაოს და სხვა სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად.
** ხანძრის პრევენცია, ბრძოლა და ჩაქრობა ადამიანების სიცოცხლის, გარემოს და ქონების დაცვის მიზნით.
** ხანძრის ჩაქრობისთვის გამოყენებული ტექნიკის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის უსაფრთხო და ეფექტური გამოყენება. ასევე მათი უსაფრთხო და დროული გადაადგილება ინციდენტზე რეაგირების შემთხვევაში და ხანძარზე რეაგირების ან პრაქტიკული მეცადინეობების დროს.
** საგანგებო სიტუაციებში, ცოდნისა და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის მოსვლამდე.
** სახიფათო სიტუაციების გაანალიზება და სწრაფი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების მოფიქრება.
** სასწავლო კლასებსა და წვრთნებში, ასევე მათ დაგეგმარებასა და ორგანიზებაში მონაწილეობა.
** ხანძარსაწინააღმდეგო ხელსაწყოების, ცეცხლმაქრების, მანქანების, ჰიდრანტებისა და სხვა აღჭურვილობის, ტექნიკური შემოწმება და სერვისი.
** სახანძრო ბაზისა და სხვა ობიექტების ტექნიკური შემოწმება და სერვისი.
** დეპარტამენტის ობიექტებში სუფთა გარემოს შენარჩუნება.
** ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიული ანგარიშების და სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციების მომზადება.
** მონაწილეობის მიღება სხვადასხვა საველე დოკუმენტაციის მომზადებასა და შენახვაში, როგორიცაა პროექტის ყოველდღიური ანგარიშები, წვრთნების/პრაქტიკული მეცადინეობების ანგარიშები და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შევსებაში.

მეხანძრე/მაშველი თანამშრომელი ვალდებულია

** იმოქმედოს უსაფრთხოდ და კომპანიისა და კლიენტის მიერ დადგენილი პოლიტიკისა და წესების შესაბამისად.
** დაიცვას საკუთარი და გარშემომყოფი პირების უსაფრთხოება.
** იმოქმედოს კომპანიის ჯანდაცვის, უსაფრთხოების, გარემოსდაცვისა და ხარისხის პოლიტიკისა და ინტეგრირებული მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნების შესაბამისად.
** სათანადოდ შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები და გაათვითცნობიეროს დადგენილი სამოქმედო პრაქტიკიდან და პროცედურებიდან გადაცდომით გამოწვეული პოტენციური შედეგები.
** დაუყოვნებლივ შეატყობინოს უშუალო ზედამხედველს ნებისმიერი ინციდენტის, გადაცდომის, დაზიანების, ზიანის ან უბედური შემთხვევის შესახებ.
** ყოველდღიურად შეამოწმოს სამუშაო სივრცე და ნებისმიერი სამუშაოს დაწყებამდე გააკეთოს სამუშაოს შესაძლო საფრთხის ანალიზი.
** ითანამშრომლოს ჯანდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებთან და წარმომადგენლებთან.
** საჭიროებისამებრ, შეასრულოს სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებები.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** B და C კატეგორიის მართვის მოწმობა.
** ქართული ენის (წერითი და ზეპირი) სრულყოფილი ცოდნა.
** რუსული და ინგლისური ენების სულ მცირე სასაუბრო დონეზე ცოდნა, იმისათვის, რომ გაიგონ და გაიარონ შესაბამისი ტრენინგები და წვრთნები.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, Excel) ცოდნა.
** კარგად განვითარებული კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარები.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** ზეპირი დავალებებისა და ინსტრუქციების გაგების უნარი.
** ზედამხედველობის გარეშე და საკუთარი ინიციატივით მუშაობის უნარი.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე და სააპლიკაციო ფორმა შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით აღნიშნულს და მიგაჩნიათ, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და თანდართული აპლიკაციის ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

eabashidze@uknrs.com 2025 წლის 7 მარტამდე. წერილის სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |