ყავის აპარატების ტექნიკოსი ბათუმში!
ჩვენს შესახებ:
"Dim Kava Batumi" არის სპეციალიზებული მაღაზია სადეგუსტაციო დარბაზით და სერვის ცენტრით. ჩვენ ვყიდით ყავის აპარატებს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან, როგორებიცაა DeLonghi, Melitta და Nivona, ასევე გთავაზობთ მაღალი ხარისხის ტექნიკურ მომსახურებას და შეკეთებას.
ვეძებთ:
აქტიურ და პასუხისმგებლობიან სპეციალისტს ყავის აპარატების ტექნიკოსის პოზიციაზე. თუ თქვენ ხართ დამწყები სპეციალისტი ან ტექნიკური სასწავლებლის კურსდამთავრებული, სიამოვნებით განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას!
თქვენი მოვალეობები:
** ყავის მოწყობილობების მონტაჟი, შეკეთება და ტექნიკური მომსახურება;
** პროფესიული ტექნოლოგიური აღჭურვილობის მოვლა;
** ხარვეზების დიაგნოსტიკა და მათი აღმოფხვრა;
** მომხმარებლების კონსულტაცია აღჭურვილობის ექსპლუატაციაზე (საჭიროების
შემთხვევაში).
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და სანდო კომპანიაში მუშაობას 20 წელზე მეტი გამოცდილებით;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრული გუნდს და კომფორტული სამუშაო პირობებს;
** კონკურენტუნარიან ხელფასს.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
** სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე.
** სამუშაო საათები: 10:00-18:00.
** ანაზღაურება: 700 ლარი + ყოველი შემოსული აპარატიდან 50%
** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი - გორგილაძის 1.
ჩვენი ღირებულებები:
** ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ჩვენი მუშაობის ხარისხზე თითოეული
** მომხმარებლის წინაშე და ვცდილობთ მივაწოდოთ თითოეულ მომხმარებელს
** უმაღლესი დონის მომსახურება.
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი და განვითარდეთ ჩვენთან ერთად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: baristaschoolge@gmail.com ან დარეკეთ 579355518 ან 577190320 სამუშაო დღეებში.
წარმატებები!