მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა;
** ანაზღაურება: 1500-დან 2000 ლარამდე (ანაზღაურებადი სტაჟირების შემდეგ), კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის ან წარმოების მენეჯმენტის მიმართულებით;
** სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური პირობების მოთხოვნების ცოდნა პროდუქტსა და ნედლეულზე;
** გუნდის მართვის უნარი.
ფუნქცია/მოვალეობები:
** წარმოების აღრიცხვა (ტექნიკური და ადამიანური კაპიტალის თვალსაზრისით);
** მიღებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** ხელმძღვანელის სხვადასხვა (პოზიციასთან დაკავშირებული) დავალებების შესრულება.
ჩვენ გთავაზობთ:
** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
** ფიტპასს და კორპორაციულ დაზღვევას
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: sandomicareer@gmail.com და აუცილებლად, საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.