რესტორანი, გრილი და პაბი "საჭაშნიკე" აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე.
პოზიცია - სუპერვაიზერი
უშუალო ხელმძღვანელი - მმართველი მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი - სრული
პოზიციის ძირითადი როლი - სტუმრების მასპინძლობისა და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყსაყოფად ყოველდღიური ოპერაციების მართვა; სივრცის გამართულობა
ძირითადი ფუნქციები:
** სტუმრების მიღების და მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;
** სამუშაო პროცესებში შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების უზრუნველყოფა;
** სანიტარული, ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების წესების, შრომის დისციპლინის ნორმების დაცვის მონიტორინგი;
** სტუმართმოყვარე, ყუარდღებიანი და მეგობრული გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
** სივრცის გამართულობაზე ზრუნვა და მონიტორინგი;
** სტუმრის კმაყოფლიებაზე ზრუნვა, მათგან უკუკავშირის მიღება, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. პრობლემური შემთხვევისას დაუყოვნებლივი მოგვარება და სამომავლო პრევენციისთვის შესაბამისი ზომების მიღება;
** მიმდინარე საქმიანობის პროცესში წამოჭრილი გაუთვალისწინებელი საკითხების/პრობლემების გადასაჭრელად ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება და სამომავლო პრევენცია;
** საჭიროების შესაბამისად, სალაროს სიზუსტისა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებულ შესაბამისი პროცედურების დაცვა;
** საჭიროებისას სტუმრების უშუალოდ მომსახურება;
** სამუშაო ინვენტარის და დანადგარების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება, თანამშრომლების ტრენინგი ინვენტარის და დანადგარების გამოყენების წესების მიზნით. აღნიშნული წესების დაცვის მონიტორინგი
** სატელეფონო ზარების და მიღებული კორესპონდენციის დაუყოვნებელი განხილვა და გონივრულ ვადებში რეაგირება;
** ჯავშნების მონიტორინგი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა
** პროდუქციის და მარაგების მონიტორინგი, საჭიროებისას სადისტრიბუციო კომპანიებთან კომუნიკაცია, შეკვეთების გაკეთება და მიღების უზრუნველყოფა;
** სისიუფთავის და ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნვლყოფა;
** ტერიტორიის მუდმივად სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** მატერიალური და არამატერიული ქონების გაფრთხილება და დაცვა;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შიდა წესების დაცვა.
კვალიფიკაცია:
** მუშაობის გამოცდილება სტუმარ მასპინძლობის სფეროში სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე;
** MS Office-ის ცოდნა;
** ინგლისური ენების ცოდა;
** მომსახურების პრინციპების ცოდნა
უნარები:
** გუნდური მუშაობის და ლიდერული უნარი;
** რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
** პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი.
** ცვლილებებთან ადაპტაციის და მართვის უნარი
შენიშვნა - აღწერილობა არ მოიცავს აქტივობების, ქმედებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობების დეტალურ და ყოვლისმომცველ ჩამონათვალს, რომლის განხორციელება შესაძლოა აუცილებელი იყოს აღნიშნულ პოზიციაზე.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: tamarsaladze@gmail.com